გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა _ რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისაგან და საზგადოებას მოქალაქისაგან?

გაკვეთილის მთავარი თემა
რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისაგან და საზგადოებას მოქალაქისაგან.
საგანი/პედაგოგი
სამოქალაქო განათლება/ირმა გორდელაძე.
სწავლების საფეხური/კლასი
მეცხრე კლასი/საბაზო საფეხური.
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·        მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს ,რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
·        მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეობა უფლებებისა დამოვალეობების ერთობლიობაა.
·        მოქალაქეს საზოგადოებისაგან სჭირდება საკუთარი უფლებების დაცვა, მაგრამ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, საკუთარ უფლებებთან ერთად დაიცვას სხვათა იგივე უფლებები.
·        მოსწავლემ უნდა შეძლოს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, შეძლოს ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
წინარე ცოდნა
·        მოსწავლეებმა იციან რა არის დემოკრატია, რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება.
·        გააზრებული აქვთ ,რომ აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები.
·        მოსწავლეებმა იციან კონფლიქტების მოგვარებისა და პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალებების მოძებნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებთან ერთად წინასწარ  ვადგენ შეფასების სქემას.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სასწავლო სახელმძღვანელო, ამონარიდი ;პერიკლეს სიტყვა ,წარმოთქმული ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე.’’ინტ. დან მოძიებული მასალა ‘’პერიკლეს მოღვაწეობა ათენში.’’თაბახის ფურცლები, მარკერები, ისტი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _ მინი ლექცია 5წთ.
მოსწავლეებს ვახსენებ რა არის დემოკრატია, რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება?
ვუხსნი და განუმარტავ, რას წარმოადგნს დემოკრატიული საზოგადოება, რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე.

აქტივობა 2-გონებრივი იერიში-5წთ.

1.      მასალაში უფრო ღრმად წვდომის და გაგბისათვის ვსვამ სააზროვნო კითხვებს;
2.      რა სჭირდება საზოგადოებას მოქალაქისაგან და პირიქით?
3.      რატომ არის აქტიური მოქალაქეობა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრების წესი?
გაკვეთილის B ფაზა-თემის კონსტრუირება
აქტივობა 3-ჯგუფური მუშაობა-15 წთ.
:მოსწაავლეებს ვყოფ ჯგუფებად, თითოეულს წასაკითხად ვაძლევ „პერიკლეს სიტყვას, წარმოთქმულს ათენელი ჯარისკაცების დაკრძალვაზე“.
თითოეული ჯგუფი ვალდებულია წერილობით გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს: რატომ უწოდა პერიკლემ საზოგადოებრივი საქმეებისაგან შორს მდგარ ადამიანს უსარგებლო?
შეგიძლიათ  დაასახელოთ  თქვენი ნაცნობებიდან, ვინ იქნებოდა, პერიკლეს აზრით, სასარგებლო ადამიანი და რატომ?
თქვენი აზრით, იყო თუ არა პერიკლეს დროის საბერძნეთში მოქალაქის თვითრეალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემო? დაასაბუთეთ.

არის თუ არა  დღევანდელ საქართველოში ასეთი გარემო?

გაკვეთილის C ფაზა-თემის რეფლექსია.

აქტივობა 4.-დისკუსია 15წთ.
მოსწავლეებს ვთავაზობ სადისკუსიო თემას: „არც კაცი ვარგა ‘რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.“ რა საერთოა პერიკლეს სიტყვასა და ბარათაშვილის ამ სტროფს შორის?
აქტივობა 5. სადისკუსიო თემის შეჯამება 5წთ.
ვირჩევთ საუკეთესო ვარიანტებს და ვწერთ დაფაზე.

აქტივობა 6. შეფასება-3წთ.

No comments:

Post a Comment