პროექტის დასახელება: დისკრიმინაცია და თანასწორობა- ყველა
განსხვავებულია, ყველა თანასწორია.
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა შეიცნონ თუ რა არის დისკრიმინაცია და ეცადონ დაგმონ
დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები
ყალიბდებიან საზოგადოების აქტიურ
წევრებად. ეცნობიან როგორც საკუთარ
ისე სხვის უფლებებს.
პროექტის მიზნები:
1.განასხვავებს
ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს,
რომლებიც აუცილებელია საზ.-ში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
2.განმარტავს ადამიანურ
ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლირერატურიდან მისი შელახვის და დაცვის შესახებ.
3.ზნეობას,ზრდილობას და დისციპლინას უკავშირებს
ადამიანისა და საზ-ბის კეთილდღეობას,აანალიზებს
მათ როლსა და მნიშვნელობებს საზოგადოების განვითარებისთვის.
4.წერს თხზულებას
სოც. დაავადებების მქონე ადამიანებისადმი
საზ.-ბის დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების
შესახებ,სადაც აფიქსირებს თავის პოზიციას.
გამოხატავს სოლიდარობას და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ,ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება.
5.მსჯელობს, არის თუ არა
მის კლასში დემოკრატიული გარემო, შეუძლია თუ არა ნებისმიერ
მოსწავლეს გამოხატოს საკუთარი
აზრი დისკუსიების და განხილვის დროს.
მონაწილეთა ასაკი:
16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:
1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეები შეძლებენ გაარჩიონ ტოლერანტული და არატოლერანტული ქმედებები.
- მოსწავლეები თანაკლასელებთან ერთად ისწავლიან როგორც საკუთარ , ისე სხვისი უფლებების დაცვას, ღირსების პატივისცემას.
- გამოიკვლევენ დისკრიმინაციის გამოვლინებებს საკუთარ სკოლაში, თემში და მოიძიებენ მისი დაძლევის გზებს.
პროექტისთვის საჭირო
რესურსი: ქაღალდები, მარკერები, ინტერნეტი, სახელმძღვანელო ,დამატებითი ლიტერატურა.
პროექტის მსვლელობა
აქტივობა 1.მოსწ. ადგენენ
ტოლერანტულ და არატოლერანტული ქცევების
სქემას.
სქემა 1.
ტოლერანტული ქცევა
|
არატოლერანტული ქცევა
|
სხვების მიმართ
კეთილგანწყობა
|
სხვების შეურაცყოფა,დაცინვა.
|
განსხვავებული
პიროვნების პატივისცემა.
|
განსხვავებული
აზრის გარიყვა.
|
სხვების არ განკითხვა.
|
სხვების საკუთარი
თვალთახედვით შეფასება.
|
ჰუმანიზმი, ადამიანის სიყვარული
|
სიძულვილი, შურისძიება.
|
თანაგრძნობა, გაზიარება.
|
გულგრილობა.
|
ერთგულება.
|
ღალატი.
|
მოთმინება.
|
აგრესია, მოუთმენლობა.
|
აქტივობა 2.სქემის წარდგენის
შემდეგ მოსწავლეებს ვაძლევ
დავალებას: ინდივიდუალური სამუშაო-ჩამოთვალონ სამი ტოლერანტული და სამი არატოლერანტული საქციელი , რომელიც ჩაუდენიათ.
აქტივობა 3.მოსწავლეებს ვაძლევ
ჯგუფურ სამუშაოს.დაწერონ თხზულება: „რას ნიშნავს სოციალურად დაუცველი
ადამიანი“.
აქტივობა 4.პრეზენტაცია.ჯგუფები
აკეთებენ საკუთარი ნაშრომის
პრეზენტაციას.
აქტივობა 5. მოსწავლეები აკეთებენ
პრეზენტაციის შეჯამებას. მოსწავლეები
ჩამოთვლიან დისკრიმინაციის გამოვლინებებს:
1.სხვისი შეურაცყოფა.
2.დაცინვა.
3.გარიყვა.
4.ძალადობა.
5.დაშინება.
6.რასიზმი.
7.აპარდეიდი.
8.გენოციდი.
9.სტერეოტიპი.
აქტივობა 6. პროექტის შემაჯამებელი
ეტაპი.
მოსწავლეებს ეძლევა
დავალება -გამოიკვლიონ დისკრიმინაციის გამოვლინებები
საკუთარ სკოლაში, თემში.
მიღებული მასალის
საფუძველზე მოიძიონ და შეიმუშაონ
დისკრიმინაციის დაძლევის გზები.
პროექტის შეფასება.
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები 2 ქულა
|
ოსტატური 3 ქულა
|
მიზანი
|
ბუნდოვანია
|
ერთ მიზანზეა
ფოკუსირებული
|
მიზანი გარკვევით
არის ჩამოყალიბებული
|
ორგანიზება
|
ლოგიკურად
არ არის აზრები დალაგებული
|
თანმიმდევრობა
დაცულია , ზოგი გადასვლა გაუგებარია
|
კარგად არის ორგანიზებული, ლოგიკური გადასვლებია
|
ენობრივი გამართულობა
|
გაუმართავია, შეცდომებია
|
ენობრივად გამართულია, მცირეა შეცდომები
|
ენობრივად
გამართულია
|
კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა ჩატარებული
|
კვლევა კარგად არის დაგეგმილი
|
კვლევაში გამოყენებულია ბევრი
წარო
|
თვალსაჩინოებები
|
თემასთან
შეუსაბამო
|
თვალსაჩინოება
შინაარსთან კავშირშია
|
მრავალფეროვანია, გემოვნებით სესრულებული
|
დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული
|
არ არის აზრი მკაფიოდ გამოხატული
|
არის სიახლე,
ორიგინალობა
|
პრეზენტაცია
|
პროექტი ეფექტურად არ არის წარმოდგენილი
|
პროექტის
არსი ბუნდოვანია, კითხვებს პასუხობს
|
ნათლად არის წარმოჩენილი პროექტის არსი, მეტყველებს
მკაფიოდ, პასუხობს კითხვებს
|
საგნებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სამოქალაქო განათლება.
1.პიროვნული განვითარება-მოსწ.
შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები,
მიმისწრაფებები და შესაძლებლობები .
2.მდგრადი განვითარება-მოსწ.
შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად
თანამშრომლობა.
მოსწ. შეუძლია საზოგადოების მშვიდობიანი
თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების
კვლევა.
3. თვითმმართველობა
და მმართველობა-მოსწ.შეუძლია გაანალიზოს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები,მოვალეობები და პასუხისმგებლობები.
პროექტის ხელმძღვანელი: ირმა გორდელაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: Gordeladzeirma2@gmail.com.
No comments:
Post a Comment